საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1145 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი - სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 927-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 6459 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –353.