"ეს არის მსტო­ვა­რი, მან რა უფ­ლე­ბე­ბი უნდა და­იც­ვას?!" - რატომ სთხოვს მარნეულის ეპისკოპოსი "ქართულ ოცნებას" მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატის გაწვევას - კვირის პალიტრა

"ეს არის მსტო­ვა­რი, მან რა უფ­ლე­ბე­ბი უნდა და­იც­ვას?!" - რატომ სთხოვს მარნეულის ეპისკოპოსი "ქართულ ოცნებას" მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატის გაწვევას

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი ჯამდელიანი ღიად უპირისპირდება მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატ ზაურ დარგალს. ცნობილია, რომ ის მარნეულის მერის პოსტზე მყოფ დარგალს აქამდეც ერჩოდა, ამის მიზეზი კი გახდა მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი, რის აღებასაც ეპისკოპოსი მოითხოვდა.

"ამ ძეგლს აქტუალობა შესძინა ქალაქის მერმა, რომელმაც პანდემიის დროს, ამ გაჭირვების ჟამს მოიცალა და რატომღაც მისთვის პრიორიტეტი გახდა ბოლშევიკის, პირსისხლიანი წითელი კომისრის ძეგლის პატივითა და მარმარილოთი შემკობა. ჩემი განცხადებების არცერთი სიტყვა არ იყო დისკრიმინაციის შემცველი ვინმე ეთნოსის მიმართ", - აცახდებდა სასულიერო პირი.

ორიოდე დღის წინ კი სოციალურ ქსელში გავრცელდა ეპისკოპოსის ქადაგება, რომელშიც ის უკვე ღიად უპირისპირდება დარგალს და აცხადებს, რომ ზაურ დარგალს გვერდით არავინ დაუდგება, ხოლო თუკი მისი სამწყსოდან დარგალს ვინმე პირდაპირ თუ ირიბად მხარს დაუჭერს, ამ უკანასკნელის დანაშაულების თანამონაწილე გახდება.

"ამ უახლოესი სამი თვის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ უდიდესი შეურაცხყოფა, სახელმწიფოებრივი სინდისის, ღირსების შელახვა, როდესაც ქალაქის არჩეულმა მერმა ჩაიდინა დანაშაული, სახელმწიფოებრივი დანაშაული, როდესაც მან რეინკარნაცია მოახდინა საბჭოთა პირსისხლიანი კულტისა, ჩვენი დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებირობის დამამხობელისა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დამარღვეველისა, ნარიმან ნარიმანოვის.

მას მე მივუთითე, რომ გამოესწორებინა ეს შეცდომა. შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი და სამართლებლივად ვითხოვდით, ემსჯელა საკრებულოს, მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება და თუ ჩვენი მოთხოვნა იყო არაკონსტიტუციური, არასამართლიანი, ეს ეთქვათ. თუ იყო სამართლიანი, მაშინ მიეღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება.

ამის ნაცვლად მივიღეთ პასუხი, რომ პიროვნება, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, პიროვნება, რომელმაც ჩვენი ეროვნული, სახელმწიფოებრივი სინდისი, ღირსება შელახა, მმართველმა პარტიამ დღეს წარადგინა მაჟორიტარ კანდიდატად, თითქოს ეს დამნაშავე ადამიანი უნდა იყოს სახე და მან უნდა დაიცვას მარნეულელების უფლებები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და ჩვენი ხმა უნდა მიიტანოს თითქოს იქ. გაგრძელება