"ფე­ის­ბუქ­ზე" თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის პრო­ფი­ლი აღარ იძებ­ნე­ბა - რას აცხადებს პროგრამისტის ბიძა? - კვირის პალიტრა

"ფე­ის­ბუქ­ზე" თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის პრო­ფი­ლი აღარ იძებ­ნე­ბა - რას აცხადებს პროგრამისტის ბიძა?

"ფეისბუქზე" 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის პროფილი აღარ იძებნება. ოჯახის წევრები ამ ფაქტს გარდაცვლილი პროგრამისტის საქმის მიმართ საზოგადოების დიდ ინტერესსა და გამოძიებას უკავშირებენ.

"ამის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცოდით. გუშინ ვათვალიერებდი თამუნას "ფეისბუქ-გვერდს", ჩეულებრივ შევედი, პროფილის სურათიც იყო და ჩვეულებრივი წვდომა მქონდა. როდესაც თქვენს გადაცემაში მოვდოდი, მაშინ შემატყობინეს მეც ეს ამბავი... რადგან საქმე არის გამოძიების პროცესში, რადგან არის ძალიან დიდი დაინტერესება თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ვფიქრობ სპეციალურად არის გაუქმებული გამოძიების მიერ, რომ გულდასმით იქნეს შესწავლილი.

რატომღაც მგონია, რომ "ფეისბუქ-გვერდზე" წვდომა, გატეხვა ან შესვლა სხვა კომპიუტერიდან შესაძლებელია, ეს ჩემი აზრია, რა თქმა უნდა. თამუნას სამუშაო ნოუთბუქის გახსნა გაუჭირდათ, რთული პაროლის გამო, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ "ფეისბუქის" პაროლის გატეხვა გარეგანი ძალებითაც შესაძლებელია", - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ბიძამ, კობა თამაზაშვილმა "TV პირველის" ეთერში განაცხადა. იხილეთ სრულად