10 ახალი ინფიცირებული და 2 გამოჯანმრთელებული - როგორია კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში? - კვირის პალიტრა

10 ახალი ინფიცირებული და 2 გამოჯანმრთელებული - როგორია კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში?

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1155 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 2 პაციენტი - სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 929-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 6489 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337.