ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებული აფხაზეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 26 ადამიანს ჩაუტარდა და კორონავირუსი 3 მათგანს დაუდასტურდა.
გარდა ამისა, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი დაიღუპა.
დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, აფხაზეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 84 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 37 და დაღუპულია 3 ადამიანი.
"ინტერპრესნიუსი"