გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით,გოგი თო­ფა­ძის შვილიშვილი გარ­დაც­ვლი­ლი ექ­სპრე­მი­ე­რის, ზურა ჟვა­ნი­ას შვილ­მა დაჭ­რა - კვირის პალიტრა

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით,გოგი თო­ფა­ძის შვილიშვილი გარ­დაც­ვლი­ლი ექ­სპრე­მი­ე­რის, ზურა ჟვა­ნი­ას შვილ­მა დაჭ­რა

შსს-მ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ბ.ჟ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს, მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბ.ჟ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"