ოკუპირებულ აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა - კვირის პალიტრა

ოკუპირებულ აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 11:31 საათზე, ოკუპირებულ აფხაზეთში, მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქალაქ ტყვარჩელთან 31 კილომეტრში, სოფელ მარჯვენა პტიშში, 3.7 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა.

"ინტერპრესნიუსი"