სანდრო ბრეგაძე სამართალდამცავებმა გამოკითხეს - კვირის პალიტრა

სანდრო ბრეგაძე სამართალდამცავებმა გამოკითხეს

პარტია "ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სამართალდამცველებმა გამოკითხეს.

ბრეგაძე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ რა მიზნით იმყოფებოდა სანდრო ბრეგაძე გამოკითხვაზე და რა ინფორმაცია მიაწოდა უწყებას.

თავად სანდრო ბრეგაძე კი აცხადებს, რომ პოლიციას მის მიმართ მუქარის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

"ინტერპრესნიუსი"