2 გარდაცვლილი და 2 დაშავებული - ფონიჭალაში ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა
ქვემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა. შემთხვევა ღამით მოხდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.