თბილისში მკვლელობა მოხდა
თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა სავარაუდოდ, გუშინ ღამით მოხდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი უკვე იდენტიფიცირებულია.
"გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით, რაც დანაშაულისთვის 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების მიერ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია", - განაცხადეს უწყებაში.