"ნატო მოგვიწოდებს, ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩავატაროთ, თუ მათ ანკესს წამოვეგებით, როგორც სახელმწიფო დავიღუპებით" - კვირის პალიტრა

"ნატო მოგვიწოდებს, ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩავატაროთ, თუ მათ ანკესს წამოვეგებით, როგორც სახელმწიფო დავიღუპებით"

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ქვეყანა დაიღუპება. ამის შესახებ ლუკაენკომ მინსკში, დამოუკიდებლობის მოედანზე მისი მხარდამჭერების მიერ ორგანიზებულ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ნატოს ხელმძღვანელობა მოგვიწოდებს ჩავატაროთ ახალი საპრეზიდენტო არჩევნები. თუკი მათ ანკესს წამოვეგებით, როგორც სახელმწიფო დავიღუპებით“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

ის მიიჩნევს, რომ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები უკვე შედგა. მისივე თქმით, შეუძლებელია 80 %-იანი შედეგებით არჩევნები გაყალბებული იყოს.