დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრას აპირებს - კვირის პალიტრა

დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრას აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე პირადად შეხვდეს რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს. nbcnews-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამის შესახებ ტრამპი თავის თანაშემწეებს ესაუბრა.

წყაროების ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სხვადასხვა თარიღი განიხილეს და ტრამპი-პუტინის შეხვედრა, შესაძლოა, მომდევნო თვეში, ნიუ-იორკში გაიმართოს.

ადამიანები, რომლებისთვისაც ამ განხილვების შესახებ არის ცნობილი, ამბობენ, რომ შეხვედრის მიზანი ორივე ლიდერისთვის იქნებოდა იმის თქმა, რომ აშშ-ისა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებასთან დაკაშირებით შეთანხმებაში პროგრესია.

მათივე ცნობით, განსახილველ საკითხებს შორის არის ისიც, რომ ორმა ლიდერმა ხელი მოაწეროს გეგმას მომდევნო ნაბიჯების შესახებ შეტევითი შეიარაღების შემცირების და ორ ქვეყანას შორის ბირთვული შეიარაღების კონტროლის შესახებ.

წყაროების თანახმად, ტრამპის სურვილია იმის დემონსტრირება, რომ შეუძლია, შეთანხმებების გაფორმება.

"ინტერპრესნიუსი"