"მე თქვენ წინაშე მუხლზე ვდგავარ პირველად ჩემს სიცოცხლეში, თქვენ ეს დაიმსახურეთ“ - კვირის პალიტრა

"მე თქვენ წინაშე მუხლზე ვდგავარ პირველად ჩემს სიცოცხლეში, თქვენ ეს დაიმსახურეთ“

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკში, დამოუკიდებლობის მოედანზე შეკრებილ მომხრეებს მიმართა, რომ მადლიერების ნიშნად მათ წინაშე იჩოქებს.

"დიდი მადლობა თქვენ. მე თქვენ წინაშე მუხლზე ვდგავარ პირველად ჩემს სიცოცხლეში. თქვენ ეს დაიმსახურეთ“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა მიტინგზე გამოსვლისას.

ლუკაშენკო ტრიბუნიდან ჩამოვიდა და ხალხს თავი დაუკრა.

"ძვირფასო მეგობრებო, ამ 50 ათასი ადამიანის ქმედების ფასეულობა იმაშია, რაც მე აღმაფრთოვანებს: ამით უჩვენეთ, ვინ არის სახლის პატრონი“, - განუცხადა შეკრებილებს ლუკაშენკომ მიტინგის დასასრულს.

"ინტერპრესნიუსი"