პოლიციამ თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობაში ბრალდებული დააკავა - კვირის პალიტრა

პოლიციამ თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მამაკაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ"ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირი 24 საათის განმავლობაში, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, მკვლელობა თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე გუშინ ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 40-წლამდე მამაკაცი.

"ინტერპრესნიუსი"