თბილისში "ევექსის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა - ცნობილია თუ არა მისი ინფიცირების წყარო? - კვირის პალიტრა

თბილისში "ევექსის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა - ცნობილია თუ არა მისი ინფიცირების წყარო?

თბილისში "ევექსის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ევექსის" პოლიკლინიკების თანამშრომელმა ტატო თოდუამ განუცხადა, ინფიცირებული ახალგაზრდა ქალია, რომლის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

მისი განმარტებით, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 17 ადამიანი კარანტინშია გადაყვანილი.

"ეს შემთხვევა რამდენიმე დღის წინ პოლიკლინიკაში დაფიქსირდა. მასთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ეპიდემიოლოგების მიერ დროულად იდენტიფიცირდა და 17 ადამიანია საკარანტინე სივრცეში გადაყვანილი. საიდან დაინფიცირდა ქალი, ჯერჯერობით უცნობია, ალბათ, ამას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დაადგენს. კონტაქტში მყოფ ყველა პირს ჩაუტარდა ტესტირება, მათ შორის კლინიკის თანამშრომლებს და ყველას პასუხი უარყოფითია",- განაცხადა თოდუამ.

მისი განმარტებით, კლინიკებში მუდმივად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები და ამჯერად ეს პროცესი კიდევ უფრო გამკაცრებულ რეჟიმში ჩატარდა, რათა კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პრევენცია მოხდეს.

"ინტერპრესნიუსი"