მაშველებმა მტკვარში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს
მაშველებმა მდინარე მტკვარში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მაშველები ცხედრის წყლიდან ამოყვანას ამ წუთებში ცდილობენ.
ადგილზე შსს-ს და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ მაშველებმა მტკვარში ახალგაზრდა ქალის ცხედარიც იპოვეს, რომელიც ბარ "ბაუჰაუსის" თანამშრომელია.
მტკვარში ნაპოვნი ახალგაზრდა ქალი ბარ "ბაუჰაუსის" თანამშრომელია - შსს განცხადებას ავრცელებს
"ინტერპრესნიუსი"