"საშინელი სიტუაციაა ბელარუსში. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ ამას თვალს“ - კვირის პალიტრა

"საშინელი სიტუაციაა ბელარუსში. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ ამას თვალს“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბელარუსში განვითარებულ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.

"ეს საშინელია. საშინელი სიტუაციაა ბელარუსში. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ ამას თვალს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, ბელარუსში პოლიტიკური კრიზისი 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. მოსახლეობის ნაწილი არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებს, რომლის თანახმადაც გამარჯვება კვლავ ალექსანდრე ლუკაშენკომ მოიპოვა.