"რუსთაველების გაბრაზება იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის ეკოლოგია მისახედია აბსოლუტურად სამართლიანია" - კვირის პალიტრა

"რუსთაველების გაბრაზება იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის ეკოლოგია მისახედია აბსოლუტურად სამართლიანია"

საქართველოს პრემიერ - მინისტრ გორგი გახარიას განცხადებით, აბსოლუტურად სამართლიანია რუსთაველების გაბრაზება იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის ეკოლოგია მისახედია.

როგორც მან რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნინო ლაცაბიძის წარდგენისას განაცხადა, უახლოეს პერიოდში რუსთავს ჰაერის სისუფთავის მართვის გეგმა ექნება.

"რუსთავი არის ჩვენი ეკონომკის გაძლიერების ერთ-ერი ფუნდამენტი და ეს არ მოიცავს მხოლოდ ეკონომიკას. რუსთავი ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი საფუძველია და ჩვენ დღეს, როდესაც რუსთაველ საზოგადოებას ვესაუბრებით, რა თქმა უნდა, უნდა გვახსოვდეს წარსულიც, უნდა ვისაუბროთ პრობლემებზეც და მომავალზეც. ყველას კარგად გვესმის, რომ რუსთავი არის უმსხილესი საწარმოების ადგილი. ყველას კარგად გევსმის, რომ დღეს ქვეყანაში ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი იქმნება აქ. ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის საფუძელი არის რუთავი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ იმიტომ, რომ ჩვენ დღეს ჯერ კიდევ ღარიბ ქვეყანაში ცხოვრობთ და ქვეყნისთვის თითოუელ სამუშაო ადგილს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ უკვე განვითარების ისეთ დონეს მივაღწიეთ, რომ სამუშაო ადგილი ნებისმიერ ფასად უკვე აღარ უნდა გვაკმაყიფლებდეს. ყველამ კარგად ვიცით, რა დონის ეკოლოგიური პრობლემებია რუსთავში. როდესაც ვსაუბრობთ საწარმოების განვითარებაზე, ბიზნესი, ინდუსტრიების მხარდაჭერაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, უკვე ამასთან ერთად უნდა ვიზრუნოთ ქვეყნის ეკოლოგიაზე.

ამიტომ, რუსთაველების აბსოლუტურად სამართლიანი გაბრაზება იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის ეკოლოგია არის მისახედი, ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად სერიოზულად იყო აღქმული. ამიტომ, უახლოეს პერიოდში რუსთავს ექნება ჰაერის სისუფთავის მართვის გეგმა. ასეთი გეგმა დღეს მხოლოდ და მხოლოდ თბილისს აქვს“, - განაცხადა გახარიამ.

მის თქმით, განხორციელდება საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც კომპანიებს კატეგორიულად მოეთხოვებათ ეკოლოგიური ნორმების დაცვა და ეს უმკაცრესადაც გაკონტროლდება.

"ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ახლა განხორციელდება, იქნება უმკაცრესი ჯარიმებით. ძირითადი პრიციპი იქნება აბსოლუტურად ევროპული მიდგომა. ნაკლები ზიანი ბუნებას, ჰაერს, ეკოლოგიას და დამზიანებლის მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად დასჯა. ეს ის პირობებია, სადაც გპირდებით, რომ კომპრომისს არ დავუშვებთ“, - განაცხადა გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"