"თვის ბოლოს საქართველოში უცხოელი ექსპერტები ჩამოვლენ" - რას ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"თვის ბოლოს საქართველოში უცხოელი ექსპერტები ჩამოვლენ" - რას ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი?

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, პროკურატურა რომელიმე არამეზობელი ქვეყნიდან სატელიტურ სურათებს გამოითხოვს.

როგორც რამიშვილმა გენერალურ პროკურატურაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, თვის ბოლოს საქართველოში უცხოელი ექსპერტები ჩამოვლენ, რომლებიც საქმეზე ჩატარებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას გაეცნობიან.

მისი თქმით, გენერალურ პროკურორთან შეხევდრაზე საუბარი იყო კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით, რაზეც ადვოკატის თქმით, სატელიტური სურათები და სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზაც იმოქმედებს.

“ჩემ მიერ გასაჯაროებულმა ვიდეომ, ეჭვები დაბადა მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეებში და ამან შექმნა ისეთი პირობა, რომ სატელიტური სურათებიც გამოითხოვონ და დაადგინონ 18,19,20,21,22 ივლისს იყო თუ არა ავტომობილი ადგილზე”,- განაცხადა რამიშვილმა.

როგორც ის აღნიშნავს, პროკურატურის წარმომადგენელბსაც გაუჩნდათ ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი შემთხვევეის ადგილზე ხუთი დღის განმავლობაში იყო.

“დავსვი კითხვა, რამდენად სანდო იყო ის აზრი, რომ 5 დღე ავტომობილი იქ იდგებოდა, იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა დეტალურად საუბარი, რომ ჩემში არათუ ეჭვს ბადებდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ 5 დღე ავტომობილი იქ ვერ იქნებოდა და მათთვისაც ეს დიდ ეჭვს აჩენს.

თვის ბოლოს უცხოელი სპეციალისტები იქნებიან მოწვეულები. ძალიან კარგი სპეციალისტები არიან, რომლებიც გაეცნობიან დასკვნებს და ჩართულები იქნებიან. ამავდროულად იქნება კომპლექსური კომისიური ექპერტიზა, რომელსაც მე “ემპათიასთან” ერთად ვატარებ. ამაზეცაა უკვე გადაწყვეტილება მიღებული”,- განაცხადა რამიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"