"მოაჯირიდან ჯერ ბაია გადავარდა, მას გიორგიც გადაჰყვა და გოგონას გადარჩენა სცადა" - რა ვერსიაზე საუბრობენ "ბაუჰაუსის" თანამშრომლის ახლობლები? - კვირის პალიტრა

"მოაჯირიდან ჯერ ბაია გადავარდა, მას გიორგიც გადაჰყვა და გოგონას გადარჩენა სცადა" - რა ვერსიაზე საუბრობენ "ბაუჰაუსის" თანამშრომლის ახლობლები?

15 აგვისტოს, გამთენიისას, "დედაენის ბაღში" მდებარე "ბაუჰაუს ბარის" ორი თანამშრომელი - გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი გაუჩინარდა. მათი კვალი იუსტიციის სახლთან დაიკარგა. ბარიდან გასვლამდე, ახლაგაზრდებმა საკუთარი ნივთები - ხელჩანთები და მობილური ტელეფონები ბარში დატოვეს. შსს-მ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ:

"ბაუჰაუს ბარიდან" 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება პოლიციაში 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შემოვიდა. პოლიციამ ახალგაზრდების ძებნა აქტიურად დაიწყო. გამოძიება კი 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს".

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სამდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, ბარ "ბაუჰაუს" დაკარგული თანამშრომლების ცხედრები მდინარე მტკვარში, ბარის სიახლოვეს 17 აგვისტოს იპოვეს - თავდაპირველად გოგონას ცხედარი ნახეს, შემდეგ კი - ვაჟის. გიორგი შალამბერიძის და ბაია ბერუაშვილის ცხედრები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

გამოძიება სწავლობს, რა ვითარებაში დადგა ეს უმძიმესი შედეგი - ორი ახალგაზრდის სიკვდილი. შესაძლო მიზეზებზე გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ახლობლები და ბარის თანამშრომლები საჯაროდ არ ლაპარაკობენ.

რა გახდა ახალგაზრდების სიკვდილის მიზეზი და ჰქონდათ თუ არა მათ სხეულზე დაზიანებები, ამას ექსპერტიზა რამდენიმე დღეში დაადგენს.

ახალგაზრდების ცხედრების აღმოჩენამდე ბაია ბერუაშვილის მეგობარი Ambebi.ge-სთან ჰყვებოდა:

"ბაია, ქუთაისში გაიზარდა, შემდეგ თბილისში გადმოვიდა დედასთან ერთად და ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა. ჩემი მეგობარი 28 წლისაა, ძალიან სერიოზული და კარგი გოგოა, სიმშვიდისა და სითბოს განსახიერება, ამდენ ხანს ახლობლებს არ ანერვიულებდა. როგორც ვიცი, მათ შორის არანაირი სიყვარული და არაფერი ყოფილა, ჩვეულებრივი თანამშრომლები არიან".

"ჩვენი პირველი სიხარული. ჩემი ანგელოზი. ჩემო სულო, როგორ გავმწარდით. ჩემო ლამაზო ბაია, როგორ მიგვატოვე. როგორ გვიხაროდი და გვეამაყებოდი", - დაწერა "ფეისბუქის" პირად გვერდზე გარდაცვლი გოგონას დეიდამ. გაგრძელება