ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის ინფორმაციით, ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. "შინაგან საქმეთა მინისტრის“ იგორ ნანიევის ავტომობილს დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ინციდენტი წუხელ ცხინვალში, 8 ივნისის ქუჩაზე მოხდა.
ე.წ. ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, იგორ ნანიევი არ დაშავებულა.
"ინტერპრესნიუსი"