"ვასილ მაღლაფერიძემ დაადასტურა, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებს" - კვირის პალიტრა

"ვასილ მაღლაფერიძემ დაადასტურა, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებს"

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრის, ზაზა აბაშიძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დიერექტორი ვასილ მაღლაფერიძე პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

როგორც ზაზა აბაშიძემ განაცხადა, დღეს, მაუწყებელში სამეურვეო საბჭოს შეხვედრაზე მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ მისი ერთადერთი მოტივი, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის რეპუტაციული ზიანის აცილება იყო, რაზეც ვრცლად, თავის წერილში უწერია.

"ამის გარდა, მან ჩვენი კითხვების პასუხად დაადასტურა, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებს. წასვლის მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე იყო ჩვენი კითხვები ძირითადად. ყოფილ დირექტორთან შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა, დროებით მოვალეობის შემსრულებლად მისი მოადგილე, თინათინ ბერძენიშვილი იქნება. ამ დროისთვის, სულ ეს არის", -აცხადებს ზაზა აბაშიძე.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დღეს დატოვა. ის ამ პოსტს 2017 წლის 6 იანვრიდან იკავებდა.

"ინტერპრესნიუსი"