"არავინ იქნება უსაფრთხოდ, სანამ ყველა უსაფრთხოდ არ იქნება" - კვირის პალიტრა

"არავინ იქნება უსაფრთხოდ, სანამ ყველა უსაფრთხოდ არ იქნება"

კორონავირუსის პოტენციური ვაქცინის მიწოდების მცდელობის დროს ქვეყნები საკუთარ ინტერესებს სხვების ინტერესებზე წინ აყენებენ, რაც პანდემიასთან დაკავშირებულ სიტუაციას აუარესებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

"მოქმედება სტრატეგიულად და გლობალურად, ფაქტობრივად, თითოეული ქვეყნის ეროვნული ინტერესებია - არავინ იქნება უსაფრთხოდ, სანამ ყველა უსაფრთხოდ არ იქნება, – განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა ონლაინ რეჟიმში გამართულ კონფერენციაზე დაა ქვეყნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო "ვაქცინის ნაციონალიზმის“ დასრულებისკენ მოუწოდა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ჯანმო-ს ყველა წევრს წერილი გაუგზავნა, სადაც მათ მოუწოდა, მრავალმხრივი ვაქცინის - COVAX-ის- შექმნის მიზნით დაწყებულ სამუშაოს შეუერთდნენ.