საქართველოში მიწისძვრა მოხდა - კვირის პალიტრა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ჯავაში, სოფელ აბანოს ტერიტორიაზე იყო.

მიწისძვრა თბილისის დროით, 15:50 საათზე მოხდა.

მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.