"არც ადამიანობა გაქვს" - წულუკიანთან დაკავშირებული რა კომენტარისთვის დაიმსახურა სააკაშვილმა კრიტიკა სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"არც ადამიანობა გაქვს" - წულუკიანთან დაკავშირებული რა კომენტარისთვის დაიმსახურა სააკაშვილმა კრიტიკა სოციალურ ქსელში?

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს "მახინჯს" უწოდებს. სააკაშვილი ამ სიტყვით მინისტრს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში მოიხსენიებს.

"სააკაშვილს აქვს შიში, რომ ჰააგაში დავას წააგებს" - წულუკიანის ამ ფრაზითაა დასათაურებული ამბავი, რომლის ბმულსაც ყოფილი პრეზიდენტი აზიარებს და წერს:

ყოფილი პრეზიდენტის ამგვარ განცხადებას საზოგადოების მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა და აღნიშნულ თემას სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი მიუძღვნეს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

ბაია პატარაია: "ჩვეულებრივი სექსიზიმი! სამარცხვინო დაბულინგება პოლიტიკოსი ქალისა გარეგნობაზე. რით ვერ გაგზარდეთ პოლიტიკოსი კაცები ამ ქვეყანაში?! პოლიტიკოსს თუ ლანძღავთ, პოლიტიკოსი გალანძღეთ და ქალის სილამაზის სტანდარტებს პოლიტიკაში მაინც ნუ შემოგვაჩეჩებთ. 2020 წელს უკულტურობა და პოლიტიკური გოიმობაა უკვე ეს".

სოფო კილაძე: "ქალის მისამართით ასეთი კომენტარის კადრება ნიშნავს: 1.არ გაქვს არგუმენტი და ეს გაცოფებს 2. არც ადამიანობა გაქვს. ველოდები ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების კომენტარებს". გაგრძელება