ვასილ მაღლაფერიძის პირველი კომენტარი პირველი არხის გენდირექტორის თანამდებობის დატოვების შემდეგ - კვირის პალიტრა

ვასილ მაღლაფერიძის პირველი კომენტარი პირველი არხის გენდირექტორის თანამდებობის დატოვების შემდეგ

პარლამენტი, სამინისტრო, ყველანაირი შეთქმულების თეორია, თუ გინდათ, ბელარუსიც მიაყოლეთ - გამორიცხეთ, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის მუშაობას ტელესკოლაში იანვრამდე გააგრძელებს.

"ერთადერთი, მუშაობას გავაგრძელებ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპატიოა, ტელესკოლაში, რომელიც შევქმენით. ჩემი პროფესიის ნაწილი იყო მასწავლებლობა. მაქვს ორი პროექტი, ერთი სხვასთან ერთად, მეორე მარტო. ეს არის საგანმანათლებლო პროექტები და ამასაც გავაკეთებ იანვრამდე. იანვრის მერე შევხედოთ, როგორ იქნება საქმე,"-აცხადებს მაღლაფერიძე.

ცნობისათვის, პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა.

იხილეთ ვიდეო