"თამარ ბაჩალიაშვილის ეზოში რეიდები ტარდება, უღებენ სურათებს და მთელი რიგი დარღვევებია" - კვირის პალიტრა

"თამარ ბაჩალიაშვილის ეზოში რეიდები ტარდება, უღებენ სურათებს და მთელი რიგი დარღვევებია"

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დღეს გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ძალოვან უწყებაში გამოკითხვის მთავარი თემა, სტრუქტურის თანამშრომლების მიერ ოჯახის მიმართ განხორციელებული უპასუხისმგებლო ქმედებები იყო.

მიხეილ რამიშვილის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობდა.

"თამუნა ბაჩალიაშვილის მშობლები დღეს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს. საუბარი იყო იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც თავიდანვე ხორციელდებოდა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლების მხრიდან.

საუბარი იყო მათ უპასუხისმგებლო საქციელზე და გარკვეულ ფსიქოლოგიურ ზეწოლებზე.

ახლაც ტარდება რეიდები თამარ ბაჩალიაშვილის ეზოში, უღებენ სურათებს და მთელი რიგი დარღვევებია. ჩვენ ყველა ჩავაყენეთ საქმის კურსში", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 - დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"ინტერპრესნიუსი"