"რა­ტომ გაც­ვი­ა­თო შორ­ტე­ბი? ჩემ­მა შვილ­მა უპა­სუ­ხა, ცხე­ლა და იმი­ტო­მო... წიხ­ლე­ბით შემ­დგნენ, ჩემი შვი­ლიც სცე­მეს" - რა მოხდა პანკისში? - კვირის პალიტრა

"რა­ტომ გაც­ვი­ა­თო შორ­ტე­ბი? ჩემ­მა შვილ­მა უპა­სუ­ხა, ცხე­ლა და იმი­ტო­მო... წიხ­ლე­ბით შემ­დგნენ, ჩემი შვი­ლიც სცე­მეს" - რა მოხდა პანკისში?

ქუჩაში შორტებით გასვლის გამო პანკისში მამა-შვილს სცემეს. ინფორმაციას "პანკისის სათემო რადიო" ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, გელა წელაურსა და მის არასრულწლოვან შვილს სამი ახალგაზრდა თავს სოფელ ყვარელწყლის გადასახვევთან მდებარე კაფესთან დაესხა.

"თბილისიდან მე და ჩემი შვილი ვიყავით ჩამოსული, ეზოს მივხედეთ, ერთი ღამე დავრჩით და მეორე დღეს უკან ვბრუნდებოდით. წასვლამდე კაფეში ხინკალი შევუკვეთეთ. გვინდოდა, თბილისში წაგვეღო. ხინკლის წასაღებად რომ მივედით, მე კაფეში შევედი, ჩემი შვილი მანქანასთან გაჩერდა. მალევე კაფედან დავინახე, რომ ჩემს შვილთან ახალგაზრდები მივიდნენ და ხმამაღლა ესაუბრებოდნენ. გარეთ გამოვედი. ვიკითხე, რა ხდებოდა.

რატომ გაცვიათო შორტები? ჩემმა შვილმა უპასუხა, ცხელა და იმიტომო. ეს პანკისია, აქ ასე სიარული არ შეიძლება და ჩვენ გიკრძალავთო შორტების ჩაცმას.

მე ვუთხარი, აგერ ხინკალი გვაქვს შეკვეთილი, მოდი, შევიდეთ გავიცნოთ ერთმანეთი, ვისაუბროთ და დავმეგობრდეთ მეთქი. რაში მჭირდება შენნაირთან მეგობრობაო. ამ დროს სახინკლედან ქალები გამოვიდნენ და გაშველება დაიწყეს.

ეს ახალგაზრდები გაღიზიანდნენ და ხელი მკრეს. წავიქეცი და მერე წიხლებით შემდგნენ. ჩემი შვილიც ცემეს. სამივე მონაწილეობდა, მაგრამ ისლამ ფარეულიძე ყველაზე მეტად აქტიურობდა", - უთხრა პანკისის სათემო რადიოს გელა წელაურმა.

დაშავებულ მამა შვილს სამედიცინო დახმარება თბილისში გაეწიათ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.