თელავის მუნიციპალიტეტში მოზარდმა პნევმატური იარაღით 9 წლის ბიჭი დაჭრა - კვირის პალიტრა

თელავის მუნიციპალიტეტში მოზარდმა პნევმატური იარაღით 9 წლის ბიჭი დაჭრა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში პნევმატური იარაღიდან გასროლის შედეგად 9 წლის ბიჭი დაიჭრა. შემთხვევა ორი დღის წინ იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდები იარაღით თამაშობდნენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, ერთ-ერთ მოზარდმა შემთხვევით ისროლა. დაშავებული ბავშვი რეფერალურ სავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"