"შავი ასეულის“ წევრებო, ქვეყანაში არ არის იმ რაოდენობით პორტფელი, რამდენიც რიგში ხართ - ცოცხები და ნიჩბები გვაქვს, მოგამარაგებთ" - კვირის პალიტრა

"შავი ასეულის“ წევრებო, ქვეყანაში არ არის იმ რაოდენობით პორტფელი, რამდენიც რიგში ხართ - ცოცხები და ნიჩბები გვაქვს, მოგამარაგებთ"

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ოპოზიცია, რომელმაც ხელისუფლების გადაბარების საკოორდინაციო საბჭო შექმნა, უკვე თანამდებობებს ინაწილებს, - გამოცემა Belta.by-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ლუკაშენკომ უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"შეიქმნა ე.წ. შავი ასეული, რომელმაც ხელისუფლება უნდა გადაიბაროს, ე.წ. ოპოზიციის შტაბი. საოცარია, რომ ისინი უკვე რიგში დგანან და პორტფელებს ინაწილებენ. "შავი ასეულის“ პატივცემულო წევრებო, მინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში არ არის იმ რაოდენობით პორტფელი, რამდენი ადამიანიც ახლა მათ მისაღებად რიგში დგახართ. ცოცხები და ნიჩბები გვაქვს, მოგამარაგებთ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

"ინტერპრესნიუსი"