ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსზე ტესტი 163 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან ვირუსი 19 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
19 აგვისტოს მონაცემებით, გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 22 პაციენტი მკურნალობს.
დე ფაქტო რეჟიმის ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში ამ დრომდე კორონავირუსი სულ 221 ადამიანს გამოუვლინდა. მათგან 80 ადამიანი განიკურნა, სამი შემთხვევა კი ლეტალურად დასრულდა