"ოჯახს აჩვენეს კამერის ჩანაწერი, რომელშიც ჩანს, როგორ გამოდიან ახალგაზრდები ბარიდან და..." - რას ამბობს გარდაცვლილი გოგონას ახლობელი?
15 აგვისტოს გაუჩინარებული "ბაუჰაუს ბარის" თანამშრომლების - გიორგი შალამბერიძისა და ბაია ბერუაშვილის ცხედრრები სამდღიანი ძებნის შემდეგ, ორშაბათს იპოვეს მტკვარში. მაშველებმა ჯერ გოგონას, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს.
ახალგაზრდების სიკვდილის მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს, მანამდე კი გარდაცვლილი ბაია ბერუაშვილის ოჯახისთვის მთავარ ვერსიად უბედური შემთხვევა განიხილება.
Ambebi.ge-ს ბაია ბერუაშვილის ოჯახის ახლობელი ესაუბრა, რომლის თქმითაც:
"გარდაცვლილი გოგონას ოჯახი დარწმუნებულია, რომ საქმე უბედურ შემთხვევასთან გვაქვს, ყოველ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნამდე ისინი ასე ფიქრობენ. ახალგაზრდები მოაჯირზე ისხდნენ, რა დროსაც ჯერ გოგონა გადავარდა, შემდეგ კი მას ვაჟი გადაჰყვა. ოჯახს აჩვენეს სათვალთვალო კამერის ჩანაწერის ის მონაკვეთი, რა დროსაც ახალგაზრდები გამოდიან ბარიდან და ლაღად მიუყვებიან ქუჩას". გაგრძელება