დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი დააკავეს - კვირის პალიტრა

დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი დააკავეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. BBC-ის ინფორმაციით, ბენონთან ერთად კიდევ 3 პირი დააკავეს.

პროკურატურის განცხადებით, აღნიშნულმა პირებმა კამპანია „ჩვენ ვაშენებთ კედელს“ ფარგლებში ათასობით ადამიანი მოატყუეს, რომელთაც ჰპირდებოდნენ, რომ მათი გადარიცხული თანხა მთლიანად მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობას მოხმარდებოდა. კამპანიის მეშვეობით მათ 25 მილიონი აშშ დოლარის შეგროვება მოახერხეს. პროკურატურის ინფორმაციით, ბენონმა აღნიშნული თანხიდან 1 მილიონი დოლარი მიიღო, საიდანაც დიდი ნაწილი პირადი მოხმარებისთვის გამოიყენა. სტივ ბენონი 2016 წლიდან დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. მან თანამდებობა 2017 წლის აგვისტოს დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"