კიმ ჩენ ინის სავარაუდო მემკვიდრე? - ვინ არის ჩრდილოეთ კორეის ლიდერის უმცროსი და, რომელსაც ძმამ უფლებამოსილების ნაწილი გადასცა - კვირის პალიტრა

კიმ ჩენ ინის სავარაუდო მემკვიდრე? - ვინ არის ჩრდილოეთ კორეის ლიდერის უმცროსი და, რომელსაც ძმამ უფლებამოსილების ნაწილი გადასცა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, თავისი უფლებამოსილების ნაწილი უმცროს დას, კიმ იო ჯონგს გადასცა. როგორც "ბიბისი" წერს, აბსოლუტური ძალაუფლება ისევ კიმ ჩენ ინის ხელში რჩება, მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკის გარკვეულ ასპექტებზე პაუსიხსმგებლობა, მასთან დააახლოებულ პირებს დაეკისრა - ასე თვლის სამხრეთ კორეული დაზვრევა. მათი აზრით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა გადაწყვეტილება, მასზე სტრესის დონის შესამცირებლად მიიღო.

სამხრეთ კორეულმა დაზვერვამ დასკვნა, პარლამენტარებს სეულში, დახურულ კარებს მიღმა გააცნო. პარლამენტარებმა ბრიფინგის დეტალები ჟურნალისტებს გააცნეს.

როგორც ირკვევა, კიმ იო ჯონგი, ფხენიანის, აშშ-სთან და სამხრეთ კორეასთან ურთიერთობებს ჩაიბარებს. ის კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ სტრუქტურაში ფაქტობრივად მეორე პირი გახდა. კიმ იო ჯონგი ბიოგრაფიული ცნობები

- დაიბადა 1987 წლის 26 სექტემბერს. ( სხვა ინფორმაციით 1988 ან 1988 წ.)

- 1996-2000 წლებში, შვეიცარიის სკოლაში სწავლობდა

2007 წელს ფხენიანში კიმ ირ სენის უნივერსიტეტი დაამთავრა. ამავე წლიდან კორეის შრომის პარტიაში ირიცხება

- 2012 წელს ეროვნული თავდაცვის კომისიაში მიიღო თანამდებობა

- 2014 წელს აირჩიეს უმაღლესი სახალხო კრების დეპუტატად

- 2017 წელს კშპ-ს პოლიტბიუროს შემადგენლობაში შევიდა

ვინ არის კიმ იო ჯონგი?

კიმ იო ჯონგი, კიმ ჩენ ინის უმცროსი დაა. ოჯახის სხვა წევრებისგან განსხვავებით, ის კიმ ჩენ ინთან დაახლოებულ პირად ითვლება.

მათი მეგობრული და სანდო ურთიერთობები, სავარაუდოდ 1990-იან წლებში ჩამოყალიბდა, როდესაც ისინი შვეიცარიის ერთ-ერთ კერძო სკოლაში ერთად სწავლობდნენ და ცხოვრობდნენ - იზოლირებულად, დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ.

მიმდინარე წლის აპრილი-მაისის თვეში, როდესაც მსოფლიო პრესა კიმ ჩენ ინის გაუჩინარებაზე წერდა, გაჩნდა ვერსიები მისი გარდაცვალების შესახებ, სწორედ მაშინ პრესა აქტიურად განიხილავდა შესაძლო მემკვიდრეებს, რომელთა შორის ერთ-ერთ სავარაუდო მემკვიდრედ კიმ იო ჯონგი მიიჩნიეოდა.

კიმ იო ჯონგის პოლიტიკით გატაცების შესახებ, ჩრდილოეთ კორეის, ჯერ კიდევ ყოფილი ლიდერი კიმ ჩენ ირი, 2002 წელს საუბრობდა. ის დარწმუნებული იყო, რომ შვილი (კიმ იო) პოლიტიკურ კარიერას გაიკეთებდა. კიმ ჩენ ინი, დონალდ ტრამპი, მაიკ პომპეო, კიმ იო ჯონგი საერთაშორისოდ ცნობილი

კიმ იო ჯონგი საერთაშორისო პრესამ 2018 წელს გაიცნო, როდესაც ის ჩრდილოეთ კორეის მმართველი დინასტიის პირველი წევრი გახდა, რომელიც სამხრეთ კორეას ეწვია.

ის ზამთრის ოლიმპიადის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა, როდესაც სამხრეთ კორეამ და ჩრდილოეთ კორეამ ერთობლივი გუნდი წარადგინეს.

ის, ძმასთან ერთად, საერთაშორისო სამიტებს ესწრებოდა, მათ შორის, სამხრეთ კორეის პრეზიდენტ-მუნ ჩე ინთან, ჩინეთის ლიდერთან- სი ძინპინთან და აშშ-ს პრეზიდენტ-დონალდ ტრამპთან შეხვედრებს.

კონკურენცია

კიმ იო ჯონგის ავტორიტეტის გამყარებაში, მნიშვნელოვან როლს მისი შთამომავლობა თამაშობს. ცნობილია, რომ ჩრდილოეთ კორეას, კიმების ოჯახის უკვე მესამე თაობა მართავს.

ექსპერტები თვლიან, რომ ის დიდი ალბათობით ძმის შემცვლელი გახდება. ამ კონკრეტულ ალბათობის თეორიას ისიც ამყარებს, რომ კიმ ჩენ ინს, როგორც ჩანს, დის მიმართ დიდი ნდობა გააჩნია.

ნათესავებს შორის კიმ იო ჯონგს ძალაუფლებისთვის რბოლაში რეალური კონკურენტი არ ჰყავს. კიმ ჩენ ინის შვილები ჯერ კიდევ პატარები არიან-უფროსი 10 წლისაა. კიმ იო ჯონგის კიდევ ერთი უფროსი ძმა, პოლიტიკით არასდროს დაინტერესებულა და თავისი ცხოვრება გიტარაზე დაკვრას მიუძღვნა.

კიდევ ერთი ძმა, ქვეყნიდან დიდი ხანია რაც გაძევებული იყო, 2017 წელს კი კუალა-ლუმპურის აეროპორტში მოკლეს.

და-ძმას, ასევე ჰყავთ 65 წლის ბიძა, რომელიც 20 წელზე მეტია ევროპაში, დიპლომატად მუშაობდა და შიდაპარტიულ პერიპეტიებში არ მონაწილეობდა.

კიმ იო ჯონგისთვის ძალაუფლებისკენ მიმავალ გზაზე მთავარ დაბრკოლებად, შეიძლება ასაკი და სქესი იქცეს. ჩრდილოეთ კორეა-კონსერვატორული, პატრიარქალური ქვეყანაა. პარტიის ერთგული წევრები, შეიძლება არ დაემორჩილონ ქალს, რომლის ასაკიც 30 წელზე ოდნავ მეტია.

დღეს კიმ იო ჯონგი ქვეყნაში პროპაგანდას კურირებს.

ჩდილოეთ კორეა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დახურული ქვეყანაა და ნებისმიერი სახის პროგნოზების გაკეთება რთულია, თუმცა ყველა ერთხმად თანხმდება, რომ კიმ იო ჯონგი, ოჯახის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წევრად და კიმ ჩენ ინის სავარაუდო მემკვიდრედ ითვლება.

იხილეთ ასევე: 10 წლამდე პატარა კიმს მხოლოდ 14 ადამიანი ჰყავდა ნანახი - ჩრდილოკორეელი დიქტატორის მძიმე ბავშვობა და სტილისტების ფობია

(სპეციალურად საიტისთვის)