"თურქეთმა შავ ზღვაში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ბუნებრივი აირის მარაგი აღმოაჩინა" - კვირის პალიტრა

"თურქეთმა შავ ზღვაში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ბუნებრივი აირის მარაგი აღმოაჩინა"

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ადასტურებს, რომ თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის დიდი მარაგი აღმოაჩინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

"თურქეთმა შავ ზღვაში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ბუნებრივი აირის მარაგი აღმოაჩინა,"- განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, ენერგეტიკულ რესურსებს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

"გარდა იმისა, რომ ენერგეტიკული რესურსები განვითარების აუცილებელი ელემენტია, ეროვნული დამოუკიდებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", – განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, ახლად აღმოჩენილი მარაგი, 320 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივ აირს მოიცავს.

ცნობისათვის, გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის აღმოაჩინა.

"ინტერპრესნიუსი"