გოგონა, რომელმაც ინფიცირების გამო, გამოცდა ბოქსირებულ პალატაში ჩააბარა, კონსერვატორიაში 100-პროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა - კვირის პალიტრა

გოგონა, რომელმაც ინფიცირების გამო, გამოცდა ბოქსირებულ პალატაში ჩააბარა, კონსერვატორიაში 100-პროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა

"ქართული ოცნების" ლიდერები გარდაბანში იმ სტუდენტს შეხვდნენ, რომელმაც კოვიდ 19-ით ინფიცირების გამო, ინგლისური ენის გამოცდა ბოქსირებულ პალატაში ჩააბარა.

გარდაბანში მცხოვრები აბიტურიენტი, ანა ონიანი, ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შედეგად, კონსერვატორიაში 100-პროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა. (წყარო)

შეგახსენებთ, რომ ანა ონიანს კორონავირუსი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარების შემდეგ დაუდასტურდა. ინფიცირებულის ყველა კონტაქტის იდენტიფიცირება მყისიერად მოხდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ის 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს არ გამოეთიშა და დარჩენილი საგნის ჩაბარების შესაძლებლობა მიეცა.