ამბროლაურში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

ამბროლაურში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელიაღელეში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს. შსს-ის ინფორმაციით, პოლიციას დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს.

"ინტერპრესნიუსი"