შატილის გზაზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

შატილის გზაზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 3 მგზავრის მდგომარეობა მძიმეა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ერთ-ერთი მათგანი უკვე გადაიყვანე თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

"ამ დროისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟებმა ერთი პაციენტი უკვე გადაიყვანეს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

მიმდინარეობს დანარჩენი ორი დაშავებულის ტრანსპორტირება, რომლებსაც შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში მოათავსებენ,"-აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, პირველადი ინფორმაციით, 12 ადამიანი გარდაიცვალა, 3 მძიმედ დაშავდა.

იხილეთ ასევე: "საშინელება ტრიალებს... მიკროავტობუსი სავარაუდოდ, მოსახვევში გადავარდა" - რას ჰყვება შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიაზე თვითმხილველი?