შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გუშინ საღამოს გადავარდა - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან - კვირის პალიტრა

შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გუშინ საღამოს გადავარდა - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

გუშინ დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები შატილში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. იხილეთ ფოტოები შემთხვევის ადგილიდან ფოტორეპორტიორი გიორგი ნიკოლიშვილი