"ამ საბედისწერო ტურში ჩვენი ერთი თანამშრომელი იყო, რომელიც რეანიმაციაშია" - რას აცხადებენ კომპანია "ფოლადის სახლში"?
შატილში მომხდარი ტრაგედიის დროს სამი ადამიანიდან გადარჩენილებს შორის ერთ-ერთი კომპანია "ფოლადის სახლის" თანამშრომელია. როგორც კომპანიის ადმინისტრაციაში Ambebi.ge-ს განუცხადეს, ხევსურეთში "ფოლადის სახლიდან" მათი მხოლოდ ერთი თანამშრომელი იყო წასული, რომელიც ამჟამად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მძიმედ დაშავებული 33 წლის ქალია, რომელიც მის მეგობართან ერთად იყო ტურით ხევსურეთში.
"ამ საბედისწერო ტურში ჩვენი ერთი თანამშრომელი იყო, რომელიც რეანიმაციაშია, ვიმედოვნებთ, რომ ახალგაზრდა ქალი გადარჩება. ის ხევსურეთში მეგობართან ერთად იყო, სამწუხაროდ, ეს მეგობარი გარდაიცვალა", - განაცხადეს კომპანიაში.
იხილეთ ასევე: შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედია - ფოტორეპორტაჟი