"სავარაუდოდ, მძღოლი ცდილობდა იქ გაჩერებულ მანქანას დაჯახებით შეეჩერებინა მიკროავტობუსი" - რას ჰყვებიან ადგილობრივები შატილის გზაზე მომხდარ ავარიაზე? - კვირის პალიტრა

"სავარაუდოდ, მძღოლი ცდილობდა იქ გაჩერებულ მანქანას დაჯახებით შეეჩერებინა მიკროავტობუსი" - რას ჰყვებიან ადგილობრივები შატილის გზაზე მომხდარ ავარიაზე?

ადგილობრივები შატილის გზაზე მომხდარის შესახებ ყვებიან. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, რომლისგანაც შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე მიკროავტობუსის მგზავრებმა თაფლი შეიძინეს, ხევში ჩასვლისას ცოცხალი 4 ადამიანი დახვდათ.

"დაახლოებით 6 საათზე ჩემგან თაფლი შეიძინეს. არავინ ნასვამ მდგომარეობაში არ იყო და არც მიკროავტობუსს აღენიშნებოდა იმ მომენტში რაიმე პრობლემა. ნომერიც კი გამომართვეს, შემოდგომაზე კიდევ შევიძენთ თაფლსო. მცირე მანძილი გაიარეს, როდესაც რაღაც ხმა გავიგე, ვიფიქრე, გადავარდა მიკროავტობუსი-თქო და წავედი ადგილისკენ. მართვის მოწმობა რად გინდა, თუ ამ გზაზე გადავარდი? შეიძლება ტექნიკური პრობლემა იყო და დაღმართზე დიდი სისწრაფით დაგორდა მანქანა. სავარაუდოდ, მძღოლი ცდილობდა იქ გაჩერებულ მანქანას დაჯახებით შეეჩერებინა მიკროავტობუსი, არ ვიცი. ადგილს მუხრუჭის კვალი ეტყობოდა, მაგრამ მოხვევის კვალი არ იყო. ალბათ, გაეჭედა რამე. ჩავედით, რომ გვენახა ადგილზე მოქალაქეები. 4 იყო ცოცხალი, თუმცა ერთი მალევე გარდაიცვალა, სამი მოგვიანებით სამედიცინო ბრიგადამ გადაიყვანა კლინიკაში", - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

"ინტერპრესნიუსი"