2 წლის ბავშვზე ძალადობაში ბრალდებულ ძიძას პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

2 წლის ბავშვზე ძალადობაში ბრალდებულ ძიძას პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ 2 წლის ბავშვზე ძალადობაში ბრალდებულ ძიძას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

ადვოკატი 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას, პროკურატურა კი პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. შესაბამისად, სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ძიძა 22 აგვისტოს დააკავეს. თავად დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

"ინტერპრესნიუსი"