შატილის გზაზე, ავარიის ადგილზე, ხევში გადავარდნილი მიკროავტობუსი ამოიყვანეს - კვირის პალიტრა

შატილის გზაზე, ავარიის ადგილზე, ხევში გადავარდნილი მიკროავტობუსი ამოიყვანეს

შატილის გზაზე, ავარიის ადგილზე, ხევში გადავარდნილი მიკროავტობუსი ამოიყვანეს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ხევსურეთიდან იუწყება, აღნიშნული მიზნით ტრაგედიის ადგილზე სპეციალური ტექნიკა მიიყვანეს.

ჯერჯერობით ხევში რჩება სიმაღლიდან გადავარდნილი ჯიპი, რომელთან მიკროავტობუსის შეჯახებამაც, სავარაუდოდ, უბედური შემთხვევა გამოიწვია. ჯიპი ხეებს შორისაა გაჭედილი.

აღნიშნულ გზაზე მოძრაობა აღდგენილია და მგზავრებს გადაადგილების საშუალება ეძლევათ.

შატილის გზაზე, სადაც გუშინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ.

შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გუშინ საღამოს გადავარდა. ბოლო მონაცემებით, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. მიკროავტობუსი ტურისტულ კომპანიას ეკუთვნოდა და მას ტურისტები გადაჰყავდა. დაღუპულთა შორის ერთი უცხოელია.

"ინტერპრესნიუსი"