ვიქტორ სანიკიძის ძმა, მამა და დეიდა სტაციონარში გადაიყვანეს - თავად კალათბურთელი კარანტინში გადავიდა - კვირის პალიტრა

ვიქტორ სანიკიძის ძმა, მამა და დეიდა სტაციონარში გადაიყვანეს - თავად კალათბურთელი კარანტინში გადავიდა

ახალი კორნოვირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტის ოჯახის სამი წევრი - კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძის ძმა, მამა და დეიდა სტაციონარში არიან გადაყვანილი, თავად ვიქტორ სანიკიძე კი კარანტინში გადავიდა. კალათბურთელს ტესტირების შედეგად ვირუსი არ აღმოაჩნდა.

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტი სწორედ ვიქტორ სანიკიძის დედა იყო. ის სახლში მკურნალობდა და ასევე კორონავირუსით ინფიცირებული და უვლიდა. როგორც თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გარდაცვლილ პაციენტს მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა ჰქონდა.

იხილეთ ასევე: "პაციენტი მეთვალყურეობდა ბინაზე. მას უვლიდა მისი და" - რას ამბობს მარინა ეზუგბაია გარდაცვლილ მე-19 პაციენტზე, რომელიც ვიქტორ სანიკიძის დედაა

"ინტერპრესნიუსი"