"მშობლებიც ვერ ახერხებენ ჩამოსვლას" - შატილის ტრაგედიას 54 წლის ქალი და მისი 19 წლის ძმისშვილი ემსხვერპლნენ - კვირის პალიტრა

"მშობლებიც ვერ ახერხებენ ჩამოსვლას" - შატილის ტრაგედიას 54 წლის ქალი და მისი 19 წლის ძმისშვილი ემსხვერპლნენ

შატილის გზაზე მომხდარი ტარგედიისას მამიდა და ძმიშვილი - თამილა და თეა შიოშვილები დაიღუპნენ. თამილა 54 წლის იყო, თეა კი - 19 - ის. როგორც გავარკვიეთ, ისინი ისტორიული ჰერეთიდან, კერძოდ, კახის რაიონიდან იყვნენ. თამილა თბილისშია იყო გათხოვილი, ვარკეთილში ცხოვრობდა.

თეას ოჯახი კი კახშია. გოგონა იქ დაიბადა და გაიზარდა, თუმცა ახლა შავი ზღვის უნივერსიტეტში სწავლობდა.

"თეა პანდემიის მერე არ ჩასულა კახში, დაკეტილია საზღვარი და ახლა მშობლებიც ვერ ახერხებენ ჩამოსვლას, ვერც იქეთ გადასვენება მოხერხდა ჯერჯერობით, შავ დღეში არიან".

იხილეთ ასევე: "გოგონების დედას თურმე არ უნდოდა შვილების გაშვება, ცუდი წინათგრძნობა მქონდაო, მაგრამ ისე უხაროდათ წასვლა, უარი ვეღარ ვუთხარიო..."

Ambebi.ge