მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული - რა მოხდა ორხევში? - კვირის პალიტრა

მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული - რა მოხდა ორხევში?

ორხევში, მუხაძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. მას ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"