"Miha hamodiii" - როგორ გამოეხმაურა "ქართული ოცნება" ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოს
Miha hamodiii - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნება" ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეორგოლს, რომელშიც ის დაბრუნებაზე საუბრობს.
"უკრაინა ჩემი მეორე სახლია. თავის დროზე აქ ჩამოვედი ჩემი მთავარი სახლიდან, ჩემი ტკბილი საქართველოდან. უკრაინა სტუდენტობის ასაკიდან ყოველთვის ძალიან მიყვარდა, ყველაზე რთულ პერიოდში სწორედ უკრაინამ მიმიღო ისეთი, როგორიც
ვარ ყოველგვარი პირობების და მოთხოვნების გარეშე და მე ამას ძალიან ვაფასებ. ძალიან მადლობელი ვარ ასევე ბედის, რომ მომცა შესაძლებლობა ბოლო შვიდი წელი განმეცადა ეს და საკმარისი დროა დაფიქრებისთვის და ბევრი საკითხის გადასაფასებლად. ახლა წლების გადმოსახედიდან ვიცი, თუ უკეთესად როგორ უნდა ვემსახურო ჩვენს ქვეყანას, როგორ ავიცილოთ თავიდან შეცდომები... და შეცდომები, რა თქმა უნდა, იყო და იყო ძალიან მძიმე შეცდომებიც, მაგრამ ღმერთია მოწამე, ყველაფერი საუკეთესო მინდოდა ჩემი ხალხისთვის. მინდოდა რომ ჩემს ხალხს ეცხოვრა უკეთესად, ბევრად უფრო მდიდრულად და მაინც ამ წლების გადმოსახედიდან ამ შეცდომების გამო, რომელიც დავუშვი იმის გამო, რაც ბოლომდე ვერ გავაკეთე, მინდა ყველას საჯაროდ მოგიხადოთ ბოდიში..." - ამბობს სააკაშვილი
ექსპრეზიდენტის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოს, საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ვიდეო შეუმჩნეველი "ქართული ოცნებისთისაც" არ დარჩენილა და ის წარწერით Miha hamodiii პარტიის ფეისბუქგვერდზე გააზიარეს.