"შატილის გზაზე ავარიისას დაშავებული სამივე პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე, ბოლო რამდენიმე საათია უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება"
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 3-ვე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითი დინამიკით ნარჩუნდება.
როგორც ლევან რატიანმა "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, უარყოფითი გამოვლინება არც ერთ პაციენტთან არ ვლინდება.
"თუმცა დაშავებულები კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩებიან“, - განაცხადა რატიანმა.
შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.
"ინტერპრესნიუსი"