ფოთში მოტოციკლი მალთაყვის ხიდიდან გადავარდა
ფოთში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. მოტოციკლი მალთაყვის ხიდზე ტრაფარეტს შეეჯახა და გადავარდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
"112-ის ბრიგადის მიერ შემოყვანილია 36 წლის მამაკაცი, რომელიც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. აღენიშნებოდა პოლიტრავმები, გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე, პაციენტი კომაშია. მიმდინარეობს რეანიმაციული ღონისძიებები. დაშავებულის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე და არასტაბილურია. გამოძახებულია რეფერალური სამსახური“ , - განაცხადა ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.