"არ ვარ პოლიტიკური ფიგურა, მე ადამიანებს ვეხმარები" - "ხალხის პრინცესა", რომელმაც ბრიტანელების მსოფლმხედველობა შეცვალა - კვირის პალიტრა

"არ ვარ პოლიტიკური ფიგურა, მე ადამიანებს ვეხმარები" - "ხალხის პრინცესა", რომელმაც ბრიტანელების მსოფლმხედველობა შეცვალა

2021 წლის 1 ივლისს, უელსის პრინცესას, დიანას 60 წელი შეუსრულდებოდა, ამ თარიღთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში, სამეფო პარკში, პრინცესა დიანას ძეგლი დაიდგმება.

23 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1997 წლის 31 აგვისტოს, უელსის პრინცესა ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა და როგორც ამბობენ, 90-იან წლებში მომხდარმა ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ, მთლიანად შეცვალა დიდი ბრიტანეთი.

დედის ხსოვნის პატივსაცემად, პრინცესა დაიანას ძეგლი პრინცმა ჰარიმ და პრინცმა უილიამმა სკულპტორს დაამზადებინეს. მასზე მუშაობა 2017 წელს დაიწყეს, მაგრამ ძეგლის დამონტაჟება პანდემიისა და კარანტინის გამო გადაიდო.

ძეგლზე გამოცდილი სკულპტორი იენ რენკ-პროდლი მუშაობდა. სწორედ მან შექმნა ელისაბედ II-ის პორტრეტი, რომელიც ერთფუნტიანი მონეტის ავერსზეა გამოსახული.

პრინცების აზრით, "ლედი დის" მონუმენტს, ყველა ნახავს, ვინც სამეფო ბაღს ეწვევა.

დედის გარდაცვალებისას პრინცი ჰარი 12 წლის, ხოლო პრინცი უილიამი 15 წლის იყო. ისინი ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარულით იგონებენ დედას და ეს სკულპტურაც სწორედ მათი სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვაა.

პრინცესას გარდაცვალება, 90-ების ბრიტანეთში უდიდესი ტრაგედია იყო, რომელმაც ბრიტანეთი და ბრიტანელები შეცვალა.

როგორ შეცვალა ბრიტანეთი პრინცესა დიანამ

არსებობს სტერეოტიპი, რომ ბრიტანელების ერთ-ერთ დამახასიათებელ თვისებად გრძნობებისა და ემოციების შეკავება ითვლებოდა. პრინცესას გარდაცვალების დღეს კი ყველაფერი სხვაგვარად მოხდა, ათეულობით ათასი ბრიტანელი, ლონდონის ქუჩებში ტიროდა და "ლედი დის" ემშვიდობებოდა. ბრიტანელები ემშვიდობებიან პრინცესა დიანას დიანამ ბრიტანელების მსოფლმხედველობა შეცვალა. "ხალხის პრინცესამ" მათ უჩვენა, რომ წარმომავლობასა და კანის ფერს მნიშვნელობა არ ჰქონდა და ყველას შეეძლო საკუთარი თავისთვის ბრიტანელი ეწოდებინა. დიანა საქველმოქმედო ორგანიზაციებს ეხმარებოდა, მათ შორის მათ, ვინც დახმარებას უწევდა უპოვრებს, აივ-ინფიცირებულებს, აფრიკაში ნაღმებისგან დაზიანებულ ადამიანებს. ბევრმა ცნობილმა თუ უბრალო ბრიტანელმა მიბაძა პრინცესას და გააგრძელა მისი გზა.

"მე არ ვარ პოლიტიკური ფიგურა, მე ადამიანებს ვეხმარები. ასე იყო და იქნება სულ."

                                                                                                                              პრინცესა დიანა
მას მიაწერენ სამეფო ოჯახში ცვლილებელის შეტანას, მათ შორის გლამურული სამოსისა თუ საზოგადოებასთან ღია ურთიერთობას. დიანა ყოველთვის უბრალოებით გამოირჩეოდა და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, მისდამი უსაზღვრო სიყვარულისა.

სამეფო ოჯახის რეაგირება დიანას გარდაცვალებაზე, საზოგადოებისთვის არც თუ ისე გამართლებული აღმოჩნდა. დედოფალი დიდი ხნის განმავლობაში დუმდა, რამაც საზოგადოებაში სამეფო ოჯახზე წარმოდგენა შეიცვალა, მათდამი ლოიალური ტაბლოიდებიც კი უკმაყოფილებას გამოხატავდნენ: "გვიჩვენეთ რო თქვენთვის სულერთი არ არის". -წერდნენ გამოცემები.

საბოლოოდ დედოფალმა ელისაბედმა პროტოკოლი განზე გადადო და პირდაპირ ეთერში სიტყვით გამოვიდა, ბუკინგემის სასახლეზე კი დროშა დაუშვეს. ბრიტანული ტაბლოიდური გამოცემები ბევრი თვლის, რომ ჟურნალისტების მოქმედებები ავტო-საგზაო შემთხვევის ერთ-ერთი მიზეზი გახდა, რამაც პრინცესას სიცოცხლე იმსხვერპლა. დიანამ სიცოცხლეშივე დაიწყო კამპანია, რომელიც პრესას ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევას უზღუდავდა. პირველ რიგში, ის ამ კამპანიით, პირვე რიგში პატარა პრინცებს, უილიამსა და ჰარის იცავდა. . დიანას გარდაცვალების შემდეგ, დიდი ბრიტანეთი იმ ქვეყანათა რიცხვშია, სადაც ადამიანის პირად ცხოვრებას კანონით, უმკაცრესად იცავენ.

"ხალხის პრინცესა“, რომელმაც ბრიტანელების მსოფლმხედველობა შეცვალა, დღეს საზოგადოებაში ისევ დიდი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს.

(წყარო)

იხილეთ ფოტოგალერეა: პრინცესა დაიანა ვაჟებთან ერთად